საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

19.12.2019

მანდატურის სამსახურმა საპილოტე სკოლების პედაგოგებს ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადასცა

მანდატურის სამსახურმა საპილოტე სკოლების პედაგოგებს ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადასცა

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თბილისის საპილოტე სკოლების პედაგოგებს ტრენინგის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები გადასცა.

მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები თბილისის 48-ე, 138-ე, 85-ე და 162-ე საჯარო სკოლების პედაგოგებმა გაიარეს.

ტრენინგის მთავარი თემა მოსწავლეებში ნარკოტიკების ავადმოხმარებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის საკითხებს შეეხებოდა.

მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრმა პედაგოგების გადამზადების აღნიშნული პროგრამა  ფონდთან - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად განახორციელა. 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge