საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

23.12.2019

მანდატურის სამსახური საჯარო სკოლებში უფლებამოსილი პირების გადამზადებას აგრძელებს

მანდატურის სამსახური საჯარო სკოლებში უფლებამოსილი პირების გადამზადებას აგრძელებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, სპეციალური ტრენინგ-მოდულით, უფლებამოსილი პირების გადამზადება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, უკვე გადამზადდა 1400-მდე უფლებამოსილი პირი.

უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, უკლებლივ ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახური ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის, სასკოლო უსაფრთხოებას უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ.

2019 წელს მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების 130 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა. სულ, მანდატურები ამ დროისთვის წარმოდგენილნი არიან საქართველოს 588 საჯარო სკოლაში. გაფართოების გეგმის თანახმად, მანდატურის სამსახური 2020 წელს კვლავ 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა.  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge