ახალი ამბები
ტრენინგი - ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის 85-ე და 141-ე საჯარო სკოლების პედაგოგებს მოსწავლეებში „ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობისა და პრევენციის თემაზე“ ტრენინგი ჩაუტარეს.
ტრენინგის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის თავისებურებების გაცნობა, მათზე ეფექტური რეაგირების უნარების გამომუშავება, პრევენცია და პრობლემის გაჩენის რისკის მინიმუმამდე შემცირება. ასევე, პრობლემის იდენტიფიცირების შემთხვევაში, თერაპიული მუშაობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
ტრენინგის დროს დეტალურად განიხილავენ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელ ქცევით და ემოციურ პრობლემებს და მათზე რეაგირების ეფექტურ სტრატეგიებს; ძალადობრივი/დესტრუქციული ქცევის ჩამოყალიბების საფრთხეს, მათ ამოცნობას, რეაგირებას და პრევენციას; ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის საბაზისო ნიშნებს.
მსგავსი ტრენინგი მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრმა უკვე 70-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩაატარა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი