ახალი ამბები
მანდატურის სამსახური ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა პრევენციის საკითხზე მასწავლებლების გადამზადებას აგრძელებს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებში ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა პრევენციის საკითხებზე სკოლის მასწავლებლების გადამზადებას აგრძელებენ. ამ ეტაპზე, ტრენინგი თბილისის მე-4, 48-ე, 138-ე, 85-ე, 138-ე, 141-ე,162-ე რუსთავის მე-9 საჯარო სკოლების მე-8 კლასების დამრიგებლებს უტარდებათ. გადამზადების კურსს შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებიც ესწრებიან.
ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას მანდატურის სამსახური ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT)“ თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. ამ მიზნით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონელი ექსპერტები, რომლებმაც არასრულწლოვნებში ნივთიერებათა ავადმოხმარების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში მოამზადეს და რეკომენდაციებიც შეიმუშავეს. აღსანიშნავია, რომ ნარკო-პრევენციის კუთხით პოლონეთი ევროპაში მოწინავე ქვეყანაა. ევროპელი ექსპერტები აქტიურად არიან ჩართულნი საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებულ ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამის განხორციელებაში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი