საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

13.01.2020

პოლონელი ექსპერტები მანდატურის სამსახურს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

პოლონელი ექსპერტები მანდატურის სამსახურს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, მორიგი სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის ნარკოპრევენციის ცენტრის უფროსის მოადგილე ბოგუსლავა ბუკოვსკა და პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნერვოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ქშიშტოფ ოსტაჟევსკი ეწვივნენ. პოლონელმა ექსპერტებმა, მოტივაციური ინტერვიურების თემაზე, სამუშაო მეთოდებისა და ტექნიკების დაუფლების კუთხით სპეციალისტების გაძლიერების მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს.

პოლონეთი ევროპაში, ნარკოპრევენციის მიმართულ;ებით, ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ითვლება. როგორც პროფესორმა ქშიშტოფ ოსტაჟევსკმა აღნიშნა, „მეთოდი - მოტივაციური ინტერვიუ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რისკის ჯგუფში მყოფი ახალგაზრდების დასახმარებლად, რათა მათ შეცვალონ თავიანთი ქცევა მოტივაციის გაზრდის გზით“.

მანდატურის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამის დანერგვა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის მოდული და განისაზღვრა სასკოლო ჩარევის სტრატეგია. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა საპილოტე სკოლის შერჩეული პედაგოგები უკვე გადაამზადეს. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარების წინააღმდეგ პრევენციული მუშაობა სკოლებში საგაზაფხულო სემესტრიდან დაიწყება.  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge