ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსმა საპოლიტე სკოლების პედაგოგებს ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადასცა
მანდატურის სამსახურმა, ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა პრევენციის საკითხებზე, თბილისის მე-4, 48-ე, 138-ე, 85-ე, 138-ე, 141-ე, 162-ე, რუსთავის მე-9 და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლების მე-8 კლასების დამრიგებლების გადამზადება დაასრულა. ტრენინგის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები საპილოტე სკოლების პედაგოგებს მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ გადასცა.
ტრენინგის მთავარი თემა მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის საკითხებს შეეხებოდა. აღნიშნულ პროექტს მანდატურის სამსახური საპილოტე სკოლებში გასული წლის გაზაფხულიდან ახორციელებს.
მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი, პედაგოგებთან ერთად, შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებმაც გაიარეს. კურსის დასრულება მათ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექანდრე სანდოძემ მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადასცა.
ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას მანდატურის სამსახური ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT)“ თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი