საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

16.01.2020

სასწავლო სემესტრის დაწყებისას, მანდატურები საქართველოს რეგიონების კიდევ 8 საჯარო სკოლაში შევიდნენ

სასწავლო სემესტრის დაწყებისას, მანდატურები საქართველოს რეგიონების კიდევ 8 საჯარო სკოლაში შევიდნენ

სასწავლო პროცესის განახლებისთანავე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების კიდევ 8 საჯარო სკოლაში შევიდა. დღეიდან, მანდატურები წარმოდგენილნი იქნებიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქვედა კვირიკეს და ალამბრის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის და ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლებში.

2020 წელს, გასული წლის მსგავსად, მანდატურის სამსახური, დამატებით, 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა. წლის დასასრულს, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, საქართველოს მასშტაბით, 718 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge