ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ევროკავშირის ექსპერტებმა სერტიფიკატები გადასცეს
ევროპელმა ექსპერტებმა, სამუშაო მეთოდებისა და ტექნიკების დაუფლების კუთხით სპეციალისტების გაძლიერების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლების გადამზადება დაასრულეს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მოწვეულმა სპეციალისტებმა - პოლონეთის ნარკოპრევენციის ცენტრის უფროსის მოადგილე ბოგუსლავა ბუკოვსკამ და პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნერვოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ქშიშტოფ ოსტაჟევსკიმ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
ტრენინგი, მოტივაციური ინტერვიუირების თემაზე, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამის ფარგლებში გაიარეს, რომელსაც მანდატურის სამსახური ევროპელი ექსპერტების ჩართულობით და ევროკავშირის პროექტის - „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU-ACT) მხარდაჭერით ახორციელებს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი