საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

22.01.2020

მანდატურის სამსახურს ლიუვენის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ივო ატსენი ეწვია

მანდატურის სამსახურს ლიუვენის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ივო ატსენი ეწვია

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სამუშაო ვიზიტით, ბელგიის ქალაქ ლუვენის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ივო ატსენი ეწვია. ბელგიელი პროფესორი მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეს, ნინო შატბერაშვილს და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა სასკოლო მედიაცია იყო. ევროპელი ექსპერტი მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებულ მედიაციის კონცეფციის პროექტს გაეცნო და შესაბამისი რეკომენდაციებიც წარმოადგინა.

საქართველოში სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვას მანდატურის სამსახური მიმდინარე წლის სექტემბრიდან გეგმავს. ამ მიზნით, ის მჭიდროდ თანამშრომლობს ამ დარგის ევროპელ სპეციალისტებთან და პრაქტიკოს მედიატორებთან. 

სასკოლო მედიაციის მიზანია, ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ეს არის ინოვაციური მიდგომა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც წარმატებულ დასავლურ პრაქტიკას ეფუძნება და წარმოადგენს სკოლაში ბულინგსა და უთანხმოებებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმს.   

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge