ახალი ამბები
მანდატურის სამსახურს აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარე, თიმ ჩეფმენი სტუმრობს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, სასკოლო მედიაციის თემაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი, აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარე თიმ ჩეფმენი, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე სასკოლო მედიაციის კონცეფციის შესახებ ისაუბრეს, რომლის დანერგვასაც საქართველოს საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახური მიმდინარე წლის სექტემბრიდან გეგმავს. აღნიშნული კონცეფციის შემუშავების პროცესში, მანდატურის სამსახური სასკოლო მედიაციის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და მოდელებს განიხილავს და ამ დარგის ევროპელ სპეციალისტებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
თიმ ჩეფმენი, მანდატურის სამსახურის მოწვევით და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დახმარებით, გასული წლის ივლისში უკვე იმყოფებოდა თბილისში. მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მართლმსაჯულების სფეროს ექსპერტი მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებსა და საპილოტე სკოლების პედაგოგებს, სასკოლო მედიაციის თემაზე, ტრენინგებს ჩაუტარებს.
ტრენინგები ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით გაიმართება. ევროკავშირი, რამდენიმე წელია, ხელს უწყობს აღდგენითი მართლმსაჯულების და აღდგენითი პროცესების დანერგვას საქართველოში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი