საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

29.01.2020

ევროკავშირის პროექტის ექსპერტი თიმ ჩეფმენი, სასკოლო მედიაციის თემაზე, ტრენინგს ატარებს

ევროკავშირის პროექტის ექსპერტი თიმ ჩეფმენი, სასკოლო მედიაციის თემაზე, ტრენინგს ატარებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ხელშეწყობით, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებისა და საპილოტე სკოლების პედაგოგებისთვის, სასკოლო მედიაციის თემაზე, 2 დღიანი ტრენინგი დაიწყო. სემინარს ევროკავშირის პროექტის ექსპერტი, ღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარე თიმ ჩეფმენი უძღვება. ტრენინგის მთავარი თემებია: აღდგენით პროცესებზე დაფუძნებული სკოლა და რთულ ქცევასთან გამკლავება აღდგენითი მეთოდებით.

ტრენინგის დაწყების წინ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მანდატურის სამსახურის უფროსმა საგანმანათლებლო სივრცეში სასკოლო მედიაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ევროკავშირს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „მანდატურის სამსახური, ევროპელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს სასკოლო მედიაციის კონცეფციასა და სტანდარტულ გეგმაზე. სასკოლო მედიაცია არის ინოვაციური მიდგომა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და უაღრესად ეფექტიანი მექანიზმი სკოლაში ბულინგსა და უთანხმოებებზე რეაგირებისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ის შედეგიანი და წარმატებული პროექტი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ახორციელებს და რომლის მიზანია, მივიღოთ უსაფრთხო და ზრუნვაზე ორიენტირებული სკოლა,“ – აღნიშნა გელა გელაძემ.

სასკოლო მედიაციის კონცეფციის დანერგვას მანდატურის სამსახური საპილოტე სკოლებში მიმდინარე სასწავლო სემესტრიდან გეგმავს. 2020 წლის სექტემბრიდან კი, სასკოლო მედიაციის მექანიზმი საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge