ახალი ამბები
04.02.2020
მანდატურები, ფსიქოლოგები და მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები, მანდატურები და შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანამნათლებლო შეხვედრებს განაგრძობენ.
ამჯერად, შეხვედრა თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. ფსიქოლოგები, მანდატურები და მართლწესრიგის ოფიცრები მოსწავლეებს ბულინგისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებზე ესაუბრნენ. დისკუსიაში ბავშვებიც აქტიურად ჩაერთნენ.
მსგავსი სახის საინფორმაციო-საგანამნათლებლო შეხვედრები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ინტენსიურად გაგრძელდება.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი