ახალი ამბები
07.02.2020
მანდატურის თასი - კალათბურთში მოსწავლეთა შორის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში, ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირის -„მანდატურის თასი-2020“ ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში თბილისის N64, N55, N165 და პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე გადასვლის უფლება თბილისის N55 და პირველი ექსპერიმენტული სკოლების საკალათბურთო გუნდებმა მოიპოვეს.
ტურნირის - „მანდატურის თასი“ მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. მიმდინარე წელს, თბილისის მსგავსად, ტურნირში კვლავ ჩაერთვებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი