საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

17.02.2020

მანდატურის სამსახურს, სამუშაო ვიზიტით, ბელგიელი კონსულტანტი, ვინ ჰანსენსი ეწვია

მანდატურის სამსახურს, სამუშაო ვიზიტით, ბელგიელი კონსულტანტი, ვინ ჰანსენსი ეწვია

მანდატურის სამსახურში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერების თემაზე, ერთკვირიანი სემინარი დაიწყო. სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, ივონე გოგოლი; ბელგიის დონ ბოსკო გროენველდის სკოლის დირექტორის მოადგილე, უფროსი ტრენერი ვიმ ჰანსენსი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე; მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები ესწრებიან.

ერთკვირიან სემინარზე, ბელგიელი კონსულტანტი, ქართველ კოლეგებთან ერთად, სკოლებში სოციალური მუშაობის მოდელს განიხილავს, მათ შორის, ევროკავშირის, კერძოდ კი, ფლანდრიის მაგალითზე. ვინ ჰანსენსი საქართველოს განათლების სისტემაში სოციალური მუშაობის პროექტსაც გაეცნობა, რომელზეც მანდატურის სამსახური ქართველი ექსპერტების დახმარებით მუშაობს და საკუთარ რეკომენდაციებს წარმოადგენს. სამუშაო შეხვედრებზე ასევე  შეაფასებენ მანდატურის სამსახურის მიერ საქართველოს საპილოტე სკოლებში სოციალურ მუშაკთა ინტერვენციის გაძლიერების მიმართულებით გაწეული სამუშაოს შედეგებს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.  

საექსპერტო ვიზიტი ევროკავშირის დახმარების პროექტის - TAIEX მხარდაჭერით ხორციელდება. 

საგანმანათლებლო სამსახურის მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს სოციალური კომპონენტი 2019 წლიდან დაემატა. ცენტრში, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, დღეს უკვე სოციალური მუშაკებიც მუშაობენ.  

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge