საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

19.02.2020

მანდატურის სამსახურის უფროსი მანდატურობის კანდიდატებს შეხვდა

მანდატურის სამსახურის უფროსი მანდატურობის კანდიდატებს შეხვდა

შსს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატთა პირველი ნაკადის მოსამზადებელი კურსი დაიწყო. სასწავლო კურსს, განახლებული მოდულის მიხედვით, კონკურსის წესით შერჩეული 40 კანდიდატი გაივლის. აკადემიაში კანდიდატები შეისწავლიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს, ეფექტურ კომუნიკაციას, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტების მართვას და დაეუფლებიან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარებს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.

მანდატურობის კანდიდატებს შსს-ს აკადემიაში მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე შეხვდა. მომავალ მანდატურებს მან სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

გაფართოების გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს, გასული წლის მსგავსად, მანდატურის სამსახური, დამატებით, 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა. ამჟამად, მანდატურის სამსახური უკვე წარმოდგენილია, საქართველოს მასშტაბით, 596 საჯარო სკოლაში და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 80 პროცენტზე მეტს ფარავს. 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge