ახალი ამბები
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ადამიანის უფლებათა თემაზე, ტრენერთა ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა სასწავლო პროგრამა შეიქმნა. აღნიშნული პროგრამის მიზანია ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და არადისკრიმინაციული მიდგომების შესახებ, ასევე, წამოჭრილი პრობლემის მოგვარების გზების მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სასწავლო პროგრამის მიხედვით, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ბორჯომში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 20 თანამშრომლის მონაწილეობით, ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი გადამზადებულ ტრენერებს: მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტურად წარმართონ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი კოლეგებთან და მოსწავლეებთან, რათა მათ შეძლონ ამ მიმართულებით საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სასკოლო გარემოში ადამიანის უფლებათა პატივისცემის კულტურის დამკვიდრებას.
ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის ზოგადი უფლებები, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია, ტოლერანტობა და მრავალფეროვნება, ბულინგი, კიბერბულინგი და სიძულვილის ენა ონლაინ-სივრცეში, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების უფლებები.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი