საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

17.03.2020

მანდატურის სამსახურს საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი, ღასან ხალილი ეწვია

მანდატურის სამსახურს საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი, ღასან ხალილი ეწვია

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი ეწვია. შეხვედრაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მანდატურის სამსახურსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სამომავლო გეგმები დასახეს.

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნინო შატბერაშვილმა დოქტორ ღასან ხალილს იმ პროექტების მიმდინარეობა და წისასწარი შედეგები გააცნო, რომლებსაც მანდატურის სამსახური „იუნისეფის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

აღნიშნულ პროექტებს შორისაა: ფსიქო-სოციალური ცენტრის თანამშრომლების გაძლიერება; ფსიქო-სოციალური მომსახურების გაძლიერება და „ძალადობისგან თავისუფალი სასკოლო გარემო“ - ბულინგის პრევენციის გრძელვადიანი თანმიმდევრული პროგრამა, რომლის დანერგვაც მანდატურის სამსახურმა საპილოტე სკოლებში გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლთან ინტერვენცია: პედაგოგები, ადმინისტრაცია, მშობლები და მოსწავლეები.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge