ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საპილოტე სკოლებში დისტანციურ აქტივობებს ახორციელებს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საჯარო სკოლების მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის დისტანციური აქტივობების განხორციელებას განაგრძობს.
თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის და ზუდიდის 11 საპილოტე სკოლაში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიანი პროექტი სხვადასხვა ინტერნეტ-საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიმდინარეობს. ცენტრის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მოსწავლეებს აქტუალურ თემებზე შიდასასკოლო და სკოლათშორის სახალისო კონკურსებს სთავაზობენ; ეწყობა წიგნების და ფილმების თემატური განხილვები; იმართება ინტელექტუალური თამაშები; ტარდება სემინარები მშობლებისთვის სტრესის მართვის და სხვა პრობლემურ საკითხებზე. ინტენსიურად გრძელდება როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური ონლაინ შეხვედრები ბავშვთა ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან და სოციალურ მუშაკებთან.
საპილოტე სკოლების პარალელურად, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის დისტანციურ მომსახურებას აქტიურად განაგრძობს. ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88. საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებსა და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს კვალიფიციური ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქიატრების მიერ Skype-კონსულტაცია უტარდებათ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
-
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი