საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

11.05.2020

მანდატურები მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას განაგრძობენ

მანდატურები მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას განაგრძობენ

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს- მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლებში საგაკვეთილო პროცესის აღდგენამდე, მანდატურები საკარანტინო ზონების გარე პერიმენტრზე უსაფრთხოების დაცვას განაგრძობენ.

თბილისის 8 და რუსთავის 3 საკარანტინო ზონის პერიმეტრზე, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უსაფრთხოებას 200 კვალიფიციური მანდატური უზრუნველყოფს. 100 გადამზადებული მანდატური კი მთავრობის ცხელ ხაზზე მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციას აწვდის.

მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე მანდატურების საქმიანობას ყოველდღიურ რეჟიმში პირადად ეცნობა: „მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, მანდატურებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სახელმწიფოს დახმარებოდნენ და მათი რესურსი, საჭიროებისამებრ, მაქსიმალურად ყოფილიყო გამოყენებული, - აღნიშნავს მანდატურის სამსახურის უფროსი, - ეს ძალზე დასაფასებელია, რისთვისაც უკლებლივ ყველა მანდატური, რომელიც დღეს ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს“.  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge