საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

21.05.2020

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო შატბერაშვილი და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მარიამ დავითაშვილი საქართველოში მოქმედ, პროფილური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რეგულარული, კვარტლური შეხვედრა ამჯერად ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მასში ათზე მეტი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის: გაეროს ბავშვთა ფონდი, Mac Georgia, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი, ჩვენი სახლი - საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის, საქართველოს კარიტასი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, ბავშვთა და ახალგაზრდათა კოალიცია და არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი.    

ნინო შატბერაშვილმა და მარიამ დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საქმიანობა დეტალურად გააცნეს, დისტანციურ რეჟიმში ბენეფიციარების მომსახურების დეტალებზე ისაუბრეს და საქართველოს 11 საპილოტე სკოლაში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიანი პროექტი განიხილეს, რომელიც სხვადასხვა ინტერნეტ-საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიმდინარეობს.

თავის მხრივ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მანდატურის სამსახურს, მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, თავიანთი მუშაობის სპეციფიკა გაუზიარეს.

სკოლებში, სასწავლო პროცესის აღდგენამდე, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის დისტანციურ მომსახურებას აქტიურად განაგრძობს. ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და Skype-კონსულტაცია, გრძელდება ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიები. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge