ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოს ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 20-მა თანამშრომელმა: მანდატურებმა, ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს ტრენინგში - „ადამიანის უფლებების სწავლება არაფორმალური განათლების გზით“.
ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა სწავლება - მიდგომები და ღირებულებები; ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საგანამნათლებლო სესიის წარმართვა ახალგაზრდებთან და ბავშვებთან. ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სწავლების სახელმძღვანელოებს: „კომპასი“ და „კომპასიტო.“
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან, პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში. მანდატურის სამსახურის 20-მა თანამშრომელმა უკვე გაიარა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი ადამიანის უფლებათა სასწავლო პროგრამა და ტრენერთა ტრენინგი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ეფექტურად წარმართონ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი კოლეგებთან და მოსწავლეებთან, წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ საგანმანათლებლო კამპანიები და სხვა პრევენციული ღონისძიებები.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი