ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრსა და პოლონელ ექსპერტს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამაზე მუშაობას აგრძელებს.
პროექტის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილს, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შესრულებელ მარიამ დავითაშვილსა და პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნერვოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ ქშიშტოფ ოსტაჟევსკის შორის ონლაინ ფორმატით შედგა. შეხვედრას პროექტის - „ევროკავშირის (EU-ACT) მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ რეგიონულ კოორდინატორი ვალერია ელეფტერიე და ადგილობრივი ექსპერტი სალომე უგრეხელიძეც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს საპილოტე სკოლებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამის მიმდინარეობაზე იმსჯელეს და სამომავლო, კონკრეტული გეგმები განიხილეს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა საპილოტე პროგრამის დანერგვა გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის მოდული; სამუშაო მეთოდებისა და ტექნიკის დაუფლების კუთხით სპეციალისტების გაძლიერების მიზნით, მოტივაციური ინტერვიუირების თემაზე, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების თანამშრომლებმა ტრენინგები გაიარეს; ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ გადამზადდნენ საპილოტე სკოლების შერჩეული პედაგოგები.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამას მანდატურის სამსახური პროექტის „ევროკავშირის (EU-ACT) მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ მხარდაჭერით ახორციელებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი