ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსმა მანდატურებს მადლობის სიგელები გადასცა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ მანდატურებს გლობალური პანდემიის პირობებში გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის მადლობის სიგელები გადასცა. ეფექტური და წარმატებული მუშაობისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ის მანდატურები დაჯილდოვდნენ, რომლებიც საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ასევე, სამთავრობო ცხელ ხაზზე მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციას აწვდიან.
მიმდინარე წლის მარტიდან, სკოლებში საგაკვეთილო პროცესის შეწყვეტის შემდეგ, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების 200-ზე მეტი მანდატური, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, თბილისისა და რუსთავის საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრებზე უსაფრთხოებას იცავს, 100 გადამზადებული მანდატური სამთავრობო ცხელი ხაზის მეშვეობით მოქალაქეების ინფორმირებას უზრუნველყოფს.
გელა გელაძემ მანდატურებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მზადყოფნა, თავიანთი წვლილი შეეტანათ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეპიდემიის გავრცელების პრევენციის საქმეში, განსაკუთრებით დასაფასებელია.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი