ახალი ამბები
19.06.2020
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შსს-ს აკადემიაში ტრენერთა ტრენინგი გაიარეს

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 20 თანამშრომელს: მანდატურებს, კოორდინატორებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს, მოზარდებში კრიმინალური იდეოლოგიის გავლენის შემცირების კომპონენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ დისტანციური ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგის მთავარი თემა იყო ,,მოზარდთა ანტისოციალური ქცევა და სუბკულტურა".
აღნიშნულ თემაზე, შსს-ს აკადემიის მიერ გადამზადებული ტრენერები, თავის მხრივ, მანდატურის სამსახურის სხვა თანამშრომლებს გადაამზადებენ.
2020 წლის ბოლომდე, ტრენინგებს 600 მოქმედი მანდატური გაივლის.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი