ახალი ამბები
მანდატურები შსს-ს აკადემიაში დისტანციური გადამზადების კურსს გადიან

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისთვის შსს-ს აკადემიაში დისტანციური გადამზადების კურსი დაიწყო. კურსს, ამ ეტაპზე, 385 მანდატური გაივლის. მანდატურები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკას, სამართალდარღვევებზე რეაგირების წესს, შშმ პირებთან კომუნიკაციის თავისებურებებს და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს განახლებული სატრენინგო-სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაეცნობიან. დისტანციური სასწავლო კურსი 10 აგვისტოს დასრულდება, რის შემდეგაც მანდატურები სპეციალურ ტესტირებას გაივლიან და ელექტრონულ სერთიფიკატებს მიიღებენ.
2021 წლის ბოლომდე, შსს-ს აკადემიაში, დისტანციური ელექტრონული პორტალის მეშვეობით, გადამზადდება ყველა ის მოქმედი მანდატური, რომელსაც არ გაუვლია უსაფრთხოების ახალი წესის შესაბამისად 2019 წლიდან შექმნილი ახალი სასწავლო მოდული.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი