ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, საპილოტე სკოლების დირექტორებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან“ მჭიდრო თანამშრომლობით, საპილოტე სკოლების დირექტორთათვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა, თემაზე - „დემოკრატიული მმართველობა სკოლებში“.
ტრენინგში საქართველოს იმ 11 საჯარო სკოლის დირექტორები მონაწილეობდნენ, სადაც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების და ბულინგის პრევენციის გრძელვადიან პროექტს ახორციელებს.
ტრენინგი „დემოკრატიული მმართველობა სკოლებში“ ხელს შუწყობს სკოლების დირექტორებს, შეაფასონ, დაგეგმონ და წარმართონ სასკოლო ცხოვრებაში დემოკრატიულად მიმდინარე პროცესები და უზრუნველყონ მათში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი