საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

18.07.2020

მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენერთა ტრენინგი გაიარეს

მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენერთა ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენერთა ტრენინგი გაიარეს, თემაზე „ინტერპერსონალური კომუნიკაცია და თემთან მუშაობა". 
კოლუმბიის უნივერსიტეტის სასწავლო კურსის მიზანია სოციალურ მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება და კომპეტენციის ამაღლება, ინტერპერსონალური კომუნიკაციის, ბავშვებთან, მათ ოჯახებთან, სხვადასხვა ჯგუფთან და თემებთან პრაქტიკული მუშაობის დროს.  
ტრენერთა ტრენინგი დისტანციურად (ონლაინ), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონული ოფისის მხარდაჭერით, აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლასთან (Columbia University School of Social Work (CSSW), სოციალური ინტერვენციის ჯგუფსა (Social Intervention Group (SIG) და ცენტრალური აზიის გლობალური ჯანდაცვის კვლევის ცენტრთან  (Global Health Research Center of Central Asia, GHRCCA) თანამშრომლობით განხორციელდა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge