ახალი ამბები
21.07.2020
მანდატურის სამსახურის უფროსმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ახალი ოფისი გახსნა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ახალი ოფისი გახსნა. ღონისძიებას სამსახურის უფროსის მოადგილეები, ცენტრის თანამშრომლები, მანდატურები და ფსიქოლოგები დაესწრნენ.
ახალი ოფისი თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. აქვე განთავსებულია მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის ცენტრი და ბავშვთა თერაპიის ოთახები.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, საქართველოს მასშტაბით, 8 რეგიონული ცენტრი აქვს: თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის; აჭარისა და გურიის; სამცხე-ჯავახეთის; სამეგრელოსა და ზემო სვანეთის; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; შიდა ქართლის; ქვემო ქართლის და კახეთის ცენტრები.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი