საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

24.07.2020

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ და სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ მანდატურის სამსახურსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი, არასრულწლოვანთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის თანახმად, მანდატურის სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული შეტყობინებების/განცხადებების განხილვის ფარგლებში არასრულწლოვანთან გასაუბრების პროცესში, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას  საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის შემთხვევაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის  მონაწილეობას უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტის დაცვის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის გაწევისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერისთვის,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა უფლებების და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვა. მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან. ჩვენი ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები მაქსიმალურად აქტიურად იქნებიან ჩართული ყველა იმ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში, რომელშიც არასრულწლოვნები ფიგურირებენ და რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს, - განაცხადა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ.

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge