საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

09.08.2020

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოს ტრენერთა ტრენინგი გაიარეს

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოს ტრენერთა ტრენინგი გაიარეს

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 20-მა თანამშრომელმა - მანდატურებმა, ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა ადამიანის უფლებების თემაზე ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი გაიარეს.

ონლაინ ტრენინგების განმავლობაში, მანდატურის სამსახურის თანამშრომლები დეტალურად გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებები და თანამედროვე გამოწვევები; ბავშვთა უფლებები; სტერეოტიპები და ცრურწმენები; სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები; კიბერბულინგი და სიძულვილის ენა ონლაინ სივრცეში; შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების უფლებები.  

ტრენერთა ტრენინგები საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში იმართება. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge