ახალი ამბები
04.09.2020
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გადამზადების დისტანციური კურსი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, გადამზადების სპეციალური დისტანციური კურსი გაიარეს. 1 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული სატრენინგო პორტალით 380 მოქმედი მანდატური გადამზადდა.
მანდატურებმა ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები, ასევე, კონფლიქტების მართვა, პრევენცია და რეაგირების მექანიზმები განახლებული სასწავლო მოდულების მიხედვით შეისწავლეს. კურსის დასრულების შემდგომ, მათ შსს-ს აკადემიაში ტესტირება გაიარეს.
გადამზადების დისტანციური კურსი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს-ს აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, 2019 წელს შეიქმნა. აღნიშნული ელექტრონული პორტალის მეშვეობით უკვე გადამზადდა 800-მდე მოქმედი მანდატური.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი