ახალი ამბები
17.09.2020
მანდატურის სამსახური ახალ ელექტრონულ პროგრამაში ერთვება

ახალი სასწავლო წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამში - erofficers.emis.ge აღრიცხავენ.
ელექტრონული პროგრამა სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შეიქმნა. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.
პროგრამის მეშვეობით, მოსწავლეთა მიერ ჩადენილი დარღვევების და მათ მიმართ ჩატარებული უკონტაქტო ზედაპირული დათვლიერების შესახებ ინფორმაცია მშობლებს ელექტრონული ფორმით ეცნობებათ. ელექტრონულ ჟურნალი eSchool-ის ბაზაზე იფუნქციონირებს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი