ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია. გელა გელაძე სკოლებში უსაფრთხოების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და მანდატურების მუშაობას ადგილზე გაეცნო.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მთელი აჭარის ტერიტორიაზე გრძელდება.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად, მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სკოლების ადმინისტრაციებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში მოსწავლეთა და პედაგოგების ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო რეკომენდაციების აღსრულებაში.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი