საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

09.10.2020

ევროპელმა ექსპერტებმა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გადაამზადეს

ევროპელმა ექსპერტებმა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გადაამზადეს

„ევროკავშირის (EU-ACT) მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ მჭიდრო თანამშრომლობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სკოლის მოსწავლეთა შორის ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს.

სამუშაო მეთოდებისა და ტექნიკის დაუფლების კუთხით სპეციალისტების გაძლიერების მიზნით, პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა ქშიშტოფ ოსტაჟევსკიმ და პოლონეთის ნარკოპრევენციის ცენტრის უფროსის მოადგილე ბოგუსლავა ბუკოვსკამ მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს, მოტივაციური ინტერვიუირების თემაზე, ონლაინ ტრენინგი ჩაუტარეს.

ტრენინგის დასასრულს, ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.  

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამის დანერგვა საქართველოს საჯარო სკოლებში ერთი წლის წინ დაიწყო. ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის მოდული; ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ გადამზადდნენ საპილოტე სკოლების პედაგოგები.  

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge