საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

04.11.2020

მანდატურის სამსახური რეგიონების 10 ახალ სკოლაში შევიდა

მანდატურის სამსახური რეგიონების 10 ახალ სკოლაში შევიდა

დღეიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი. მანდატურები ეყოლებათ: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების - ძველი სენაკის და ნოსირის, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცაიშის, რიყის და ინგირის N1, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს თემის N1 და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლებს.

ახალმა მანდატურებმა შსს-ს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს. კურსი დისტანციურად მიმდინარეობდა. მანდატურობის კანდიდატებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები, კონფლიქტების მართვა, მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები და პირველადი სამედიცინო დახმარება შეისწავლეს.

სულ, მოსამზადებელი კურსი კონკურსის წესით შერჩეულმა 39 ახალმა მანდატურმა გაიარა. აქედან, 20 მანდატური რეგიონების საჯარო სკოლებში, 19 მანდატური კი - თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში გადანაწილდება.

მანდატურის სამსახური, დღეის მონაცემებით, საქართველოს უკვე 607 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი.   

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge