საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

06.11.2020

სკოლებში სოციალური მუშაობის მეთოდის ინგლისელი ავტორი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებს

სკოლებში სოციალური მუშაობის მეთოდის ინგლისელი ავტორი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს საჯარო სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს.

ამ მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა სოციალური მუშაკების გადამზადება დაიწყო.

ონლაინ-ტრენინგებს ინგლისელი სოციალური მუშაკი, სკოლებში სოციალური მუშაობის მეთოდის - „AERO/შთაგონება, გამხნევება, რეალიზმი და ღიაობა“ ავტორი, რაჩელ ჯორდანი უძღვება. აღნიშნული მეთოდი მან 2006 წელს, გაერთიანებული სამეფოს სტაფორდშირის საგრაფოს ვოლსტანტონის სკოლაში მუშაობის დროს შექმნა და მისი დანერგვა ევროპის სხვადასხვა სკოლაში დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

სოციალური მუშაობის ბრიტანული მეთოდი მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტიანად განახორციელოს სოციალური მუშაობა სასკოლო სივრცეში.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge