ახალი ამბები
11.11.2020
Covid-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მანდატურები მოქალაქეთა ინფორმირებას მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის მეშვეობით განაგრძობენ
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს დიდ ქალაქებში საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე მუშაობას აგრძელებენ.
თბილისსა და ქუთაისში, სპეციალურად გადამზადებული მანდატურები, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის - „144“ მეშვეობით, მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებულ სხვადასხვა სახის შეზღუდვებსა და ეპიდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან.
სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებებში და დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს მოქალაქეებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი