საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

16.11.2020

მანდატურის სამსახური სასკოლო მედიაციის კომპონენტზე მუშაობას აგრძელებს

მანდატურის სამსახური სასკოლო მედიაციის კომპონენტზე მუშაობას აგრძელებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მოწვევით, სასკოლო მედიაციის ცნობილმა ჰოლანდიელმა ექსპერტმა ჰეიდი დეფევერმა ტრენინგების ონლაინ კურსი დაიწყო. ტრენინგებს დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლების გაივლიან.

სასკოლო მედიაცია ინოვაციური მიდგომაა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და წარმატებული დასავლური პრაქტიკა, რომელიც სკოლაში ბულინგსა და კონფლიქტზე რეაგირებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს.

მანდატურის სამსახურმა მედიაციის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა ევროპელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. სასკოლო მედიაციის კომპონენტის დანერგვას მანდატურის სამსახური უახლოეს მომავალში იმ საპილოტე სკოლებში გეგმავს, სადაც ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ძალადობის პრევენციისა და სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერების გრძელვადიან პროექტს ახორციელებს.   

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge