ახალი ამბები
მანდატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტი
სამტრედიის N15 სკოლა-პანსიონის 20-მა აღსაზრდელმა განახლებული ქუთაისი დაათვალიერა. აღნიშნული ღონისძიება სკოლის მანდატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
აღსაზრდელებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ კულტურული ძეგლები. მოზარდებმა გელათისა და ბაგრატის ტაძრების გარდა, ყველა ის ტურისტული ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, რომლებიც მათ ინელექტუალურ აღზრდას ხელს შეუწყობს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოსგან, ბავშვებს ასევე სამახსოვროდ საჩუქრებიც გადაეცათ.
ორ უწყებას შორის დაწყებული თანამშრომლობა არ იქნება ერთჯერადი, სამომავლოდ მოზარდებს უამრავი ექსკურსია და სიურპრიზი ელოდება.
დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას მოზარდებში, რადგან ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ თავიათი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი