საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

08.12.2020

სკოლაში აღდგენითი პროცესების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგებს ბელგიელი სპეციალისტი უტარებს

სკოლაში აღდგენითი პროცესების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგებს ბელგიელი სპეციალისტი უტარებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მოწვევით, ბელგიის დონ ბოსკო გროენველდის სკოლის დირექტორის მოადგილე, უფროსი ტრენერი ვიმ ჰანსენსი ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებისთვის ონლაინ ტრენინგის კურსს უძღვება.

ტრენინგის მთავარი თემა სკოლაში აღდეგნითი პროცესების პოლიტიკის წარმართვაა, რაც პრობლემურ ქცევებზე საპასუხოდ კონსტრუქციული მიდგომების შემუშავებას ითვალისწინებს. ტრენინგი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.  

კურსის დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეები, თავის მხრივ, მანდატურის სამსახურის საპილოტე პროექტის - „ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელის“ დანერგვაში ჩართულ ყველა თანამშრომელს გადაამზადებენ.

ტრენინგის დაწყების წინ, მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ ვიმ ჰანსენს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით, მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ ექსპერტებთან. ვიმ ჰანსენი, ევროკავშირის დახმარების პროექტის - TAIEX მხარდაჭერით, საქართველოში 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა. ბელგიელმა კონსულტანტმა ქართველ კოლეგებს სკოლებში სოციალური მუშაობის ფლანდრიული მოდელი გააცნო. ერთკვირიანი საექსპერტო ვიზიტის დასასრულს, მან პოზიტიურად შეაფასა მანდატურის სამსახურის მიერ საქართველოს სკოლებისთვის შემუშავებული სოციალური მუშაობის პროექტი და  საპილოტე სკოლებში სოციალურ მუშაკთა ინტერვენციის გაძლიერების მიმართულებით გაწეული სამუშაოს შედეგები. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge