საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

27.01.2021

მანდატურის სამსახურმა არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მანდატურის სამსახურმა არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

 

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.  

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მანდატურის სამსახურსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.

არასრულწლოვანთა უფლებებისა და განათლების სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს  შორის 2020 წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები მაქსიმალურად ჩართულნი არიან ყველა იმ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასრულწლოვნების მონაწილეობის შემთხვევაში ახორციელებს. თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტის დაცვის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქტიურად მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კონსულტაციისა და შესაბამისი რეკომენდაციებისთვის.

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge