ახალი ამბები
მანდატურის სამსახური ბულინგისა და კიბერბულინგის თემაზე მოსწავლეებთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს
საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები, მანდატურებთან ერთად, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ბულინგისა და კიბერბულინგის თემებთან დაკავშირებით საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ. შეხვედრები დისტანციურად, ინტერნეტ საკომუნიკაციო არხების გამოყენებით მიმდინარეობს.
პროექტი მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ მომზადდა. მოსწავლეები ეცნობიან ბულინგის /კიბერბულინგისგან თავდაცვის მექანიზმებს და ძალადობის შემთხვევაში რეაგირების საშუალებებს.
შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისის N162 და N32 საჯარო სკოლებში და რუსთავის 20-მდე საჯარო სკოლის VI-IX კლასების მოსწავლეებთან. უახლოეს მომავალში, პროექტში იმერეთის საჯარო სკოლები ჩაერთვებიან. შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება დედაქალაქის სხვა საჯარო სკოლებშიც.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი