საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

16.02.2021

მინისტრის პირველი მოადგილე და მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ეცნობიან

მინისტრის პირველი მოადგილე და მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ეცნობიან

მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე

სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას სისტემატურად ეცნობიან და მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ ზომებს ადგილზე აფასებენ.

 

15-16 თებერვალს, ეკატერინე დგებუაძე და გელა გელაძე თბილისის 65-, 72-, 142-, 155- და 159- საჯარო სკოლებს ეწვივნენ და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის, ასევე, მოსწავლეებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის ორგანიზების მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ.

 

როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, „მანდატურები სრულ მზადყოფნაში არიან, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ სკოლების ადმინისტრაციებს ჯანმრთელობისთვის საჭირო რეკომენდაციების აღსრულებაში და რა თქმა უნდა, აგრძელებენ სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას“. 

 

ვიზიტები საჯარო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად გაგრძელდება.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge