საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

17.02.2021

უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით, სკოლებში ვიზიტი გრძელდება

უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით, სკოლებში ვიზიტი გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით, სკოლების მონახულებას განაგრძობენ.

ამჯერად ისინი თბილისის 53- და 55- საჯარო სკოლებს ეწვივნენ და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ და მანდატურის სამსახურის უფროსმა სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მანდატურებს მადლობა გადაუხადეს შესრულებული სამუშაოსთვის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებს დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიმართულებით.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge