საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

19.02.2021

მინისტრის პირველი მოადგილე და მანდატურის სამსახურის უფროსი დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვივნენ

მინისტრის პირველი მოადგილე და მანდატურის სამსახურის უფროსი დიდუბის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვივნენ

აქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ დიდუბის რაიონის №10, №22, №116 და №166 საჯარო სკოლები მოინახულეს და მიმდინარე სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ეკატერინე დგებუაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლებში დაბრუნება მიულოცა და სასწავლო პროცესის ბუნებრივ, სასკოლო გარემოში წარმატებით გაგრძელება უსურვა. მინისტრის პირველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სკოლებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სტაბილური სასწავლო გარემოს შენარჩუნებისა და სწავლა-სწავლების პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთვის აუცილებელია, სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით დაიცვას სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ ადგილზე შეაფასა მანდატურების საქმიანობა და მათ სასკოლო უსაფრთხოების მიმართულებით გაწეული სამუშაოსა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გელა გელაძემ აღნიშნა, მანდატურებს თავიანთი წვლილი შეაქვთ სკოლებში ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი რეკომენდაციების აღსრულების პროცესში, რაც დღეს ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველი მოადგილე და მანდატურის სამსახურის უფროსი სისტემატურად ეცნობიან სკოლებში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს აფასებენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge