საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

04.03.2021

მინისტრის პირველი მოადგილე და მანდატურის სამსახურის უფროსი სკოლების მონიტორინგს აგრძელებენ

მინისტრის პირველი მოადგილე და მანდატურის სამსახურის უფროსი სკოლების მონიტორინგს აგრძელებენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში მონიტორინგს აგრძელებს.

მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ფარცვანია ამჯერად ძველი თბილისის საჯარო სკოლებს ეწვივნენ და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს პირადად გაეცნენ.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ ფორმატში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის პარალელურად, ხელს უწყობენ სკოლებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვაში. ამასთან, ინფრასტრუქტურის სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების საჭირო ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სველი წერტილების მოწესრიგება.

სკოლების მონიტორინგი, პანდემიის პირობებში საგანგებოდ შემუშავებული ფორმის საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge