ახალი ამბები
სკოლებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს ადგილზე გაეცნენ.
როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, „საქართველოს მასშტაბით, ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი, მანდატურები ეფექტურად მუშაობენ და ზრუნავენ, რომ სასკოლო სივრცეში დაცული იყოს მოსწავლეთა უსაფრთხოება. ამავდროულად, ისინი აქტიურად განაგრძობენ სკოლების ადმინისტრაციის დახმარებას სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში“.
მონიტორინგის ფარგლებში, რამდენიმე სკოლამ სამინისტროს მხრიდან, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით, დამატებითი რეკომენდაციები მიიღო.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურ რეჟიმში გრძელდება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი