საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

10.03.2021

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის მედიაციის ჰოლანდიელი ექსპერტის ტრენინგების კურსი განახლდა

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის მედიაციის ჰოლანდიელი ექსპერტის ტრენინგების კურსი განახლდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მოწვევით, სასკოლო მედიაციის ჰოლანდიელმა ექსპერტმა ჰეიდი დეფევერმა ტრენინგების ონლაინ კურსი განაახლა. ტრენინგებს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის, ასევე, დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს ანამშრომლები გადიან.

მანდატურის სამსახურმა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასკოლო მედიაციის პროექტზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. ევროპელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა მედიაციის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. 2021 წლიდან, სასკოლო მედიაციის კომპონენტის დანერგვა იმ საპილოტე სკოლებში დაიწყო, სადაც ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ძალადობის პრევენციისა და სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერების გრძელვადიან პროექტს ახორციელებს.

სასკოლო მედიაცია დასავლეთში ფართოდ აპრობირებული პრაქტიკაა და ის სკოლაში ბულინგსა და კონფლიქტზე რეაგირებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge