საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

12.03.2021

მანდატურის სამსახურის ტრენერები ადამიანის უფლებების თემაზე ონლაინ ტრენინგებს ატარებენ

მანდატურის სამსახურის ტრენერები ადამიანის უფლებების თემაზე ონლაინ ტრენინგებს ატარებენ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ადამიანის უფლებების თემაზე ონლაინ ტრენინგები დაიწყო. ტრენინგებს ის მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები უძღვებიან, რომლებიც, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ტრენერებად მომზადდნენ და ამჯერად საკუთარ კოლეგებს გადაამზადებენ.  

ონლაინ ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები; კიბერბულინგი და სიძულვილის ენა ონლაინ სივრცეში; ადამიანის უფლებები და თანამედროვე გამოწვევები; ბავშვთა უფლებები; სტერეოტიპები და ცრურწმენები; შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებები და სხვა.  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge