ახალი ამბები
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ბულინგის, ასევე, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის და სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერების გრძელვადიანი პროექტის საპილოტე სკოლებში განხორციელებას აგრძელებს.
მოსწავლეებში ნივთიერებების ავადმოხმარების და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის პროგრამის ფარგლებში, ტრენინგები ამჯერად ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
სკოლის მეშვიდეკლასელებისთვის პროგრამა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP UNPLUGGED PROGRAM) გამოყენებით ხორციელდება. მეთოდის სახელწოდებაა - „ცოცხალი შესრულებით“, რაც კოგნიტური სოციალური გავლენის მოდელს ეფუძნება და ამ მიმართულებით, სიახლეს წარმოადგენს. ამჟამად, აღნიშნულ მეთოდს ევროკავშირის 15 ქვეყანა წარმატებით იყენებს.
პროგრამის შემუშავების დროს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა ფონდთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი